გარდაბანში, ტბაში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მამა და მცირეწლოვანი შვილები არიან. მედიაში ვრცელდება ინფორმაიცა, რომ დაღუპულები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენიდან არიან.