გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში, თბოელექტროსადგურის მიმდებარედ, ტბაში ორ მოზარდს ეძებენ. ადგილობრივების თქმით, 15 და 17 წლის ბიჭები ტბაში საბანაოდ შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს. ადგილზე მეხანძრე მაშველებთან ერთად მყვინთავებიც მუშაობენ.
„პუბლიკა“ ცდილობს ინფორმაციის გადამოწმებას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.