გარდაბანში, ტბაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს - საგანგებო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარე ტბაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც უწყებამ „პუბლიკას“ დაუდასტურა, ისინი იდენტიფიცირებულები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში, თბოელექტროსადგურის მიმდებარედ, ტბაში 15 და 17 წლის ბიჭები საბანაოდ შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს. როგორც ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად, მყვინთავებიც მუშაობდნენ.