გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია. ის ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებოდა - ტურძელაძე

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის წარმომადგენელმა, ლალი ტურძელაძემ საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მეხუთე პაციენტზე მედიას ინფორმაცია მიაწოდა. გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცია, რომელიც აპარატურ სუნთქვაზე იყო. ის ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებოდა.

„სამწუხარო ამბავია, გარდაიცვალა ერთი პაციენტი, 68 წლის, ბოლნისის კლასტერიდან მამაკაცი, რომელიც ჩვენთან აპარატულ სუნთქვაზე იყო კარგახანია, თქვენ მოგეხსენებათ, რეანიამიაში 9 პაციენტი მკურნალობდა, აქედან შვიდი აპარატულ სუნთქვაზე, სამი კრიტიკულ ტერმინალურ მდგომაროებაში, ერთ -ერთი პაციენტი იყო ეს მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობით შემოვიდა ჩვენთან, პაციენტს აღენიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის გამო თავისი გართულებები, სასუნთქ გზებშიც გართულებები, რასაც დაემატა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სეპტიური სოკი, სეფსისი, სიკვდილის უშუალო მიზეზი იყო ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია“ ,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.