გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

„მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 პაციენტი. ანუ სულ, აფხაზეთიდან – 4 კრიტიკულად მძიმე პაციენტი. სამწუხაროდ, ერთ-ერთი, 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და როგორც მოგახსენეთ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა. ამ ეტაპზე 20 გარდაცვლილი გვყვავს და სიკვდილობის მაჩვენებელი გახლავთ 0.52%“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი.


stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთი:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3695;
აქდან გამოჯანმრთელდა – 1534;
გარდაიცვლა – 20;
კარანტინის რეჟიმში – 4988;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.