საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით დაღუპული მეშვიდე პაციენტი 83 წლის მამაკაცია.
როგორც ლალი ტურძელაძემ „პირველ არხს” განუცხადა, მამაკაცი მათ კლინიკაში 4 აპრილიდან მკურნალობდა. მისივე ინფორმაციით, პაციენტი შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული.
1 მაისის მდგომარეობით, საქართველოში 566 ინფიცირებულია, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 ადამიანია და გარდაცვლილია 7.