გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული ქალი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა

პუბლიკა

თბილისში, ბოკერიას სახელობის კლინიკაში კორონავირუსით 47 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ტყუპები გააჩინა.

როგორც „ტვ პირველს“ ბოკერიას სახელობის კლინიკის კლინიკურმა დირეტქორმა, ალექსი ვაჩაძემ განუცხადა, პაციენტი სხვა ქალაქიდან მათ კლინიკაში დაახლოებით 10 დღის წინ გადმოიყვანეს.

„10 დღის წინ გადმოიყვანეს ჩვენთან სხვა ქალაქიდან, სადაც კლინიკაში მივიდა, როგორც კორონადადებითი პაციენტი, ჩაიტარა საკეისრო კვეთა და ამ საკეისრო კვეთის მერე, რომ ნახეს პაციენტის მგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გვთხოვეს დახმარება. გადმოიყვანეს ჩვენთან. ძალიან მკვეთრად გამოხატული სუნთქვის უკმარისობით მოვიდა, ანამნეზის გამოკითხვისას აცრაზე დადებითობა არ უთქვამს“, – ამბობს ვაჩაძე.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 81 პაციენტი გარდაიცვალა.