გარდაიცვალა მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო

პუბლიკა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჟან-პოლ ბელმონდო ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. იგი თანამშრომლობდა ჟან-ლუკ გოდართან ფილმებისთვის „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, „შეშლილი პიერო“, „ქალი ქალია“…; ბელმონდო თანამშრომლობდა იტალიური ნეორეალიზმის გამორჩეულ რეჟისორთან, ვიტორიო დე სიკასთან ფილმისთვის „ჩოჩარა“; ბელმონდოს მონაწილეობით ფილმებს შორისაა ფრანსუა ტრიუფოს, კლოდ ლელუშის, ჟაკ დერეს და სხვა ცნობილი რეჟისორის ნამუშევრები.

ბელმონდო 1989 წელს გახდა საფრანგეთის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს „სეზარის“ გამარჯვებული ფილმისთვის „ბედით განებივრებული“.