გარდაიცვალა მსახიობი მიხეილ გომიაშვილი

პუბლიკა

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, მიხეილ გომიაშვილი, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ცნობას აქვეყნებს მარჯანიშვილის თეატრი, რომლის დასის წევრი გომიაშვილი 1996 წლიდან იყო.

მიშა გომიაშვილს მიღებული აქვს „ოქროს ნიღბის“ საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გრან-პრი სპექტაკლებში „მამა“ და „ART-ხელოვნება“.

გომიაშვილი მონაწილეობდა არაერთ ქართულ ფილმსა და სერიალში, მათ შორისაა: „ყავა და ლუდი“, „რენე მიდის ჰოლივუდში“, „ანთიმოზ ივერიელი“ „სიყვარული ვენახში“, „გასეირნება ყარაბაღში 2“, „კახეთის მატარებელი“ და ა.შ.