მთარგმნელი და პოეტი დავით წერედიანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დავით წერედიანი 1981 წლიდან ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მან თარგმნა გოეთეს „ფაუსტი“, ძმები გრიმების ზღაპრები, ლიონ ფოიხტვანგერის „ცრუ ნერონი“ და სხვა.
დავით წერედიანს 2012 და 2018 წლებში იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტის“ თარგმანებისთვის „საბა“ გადაეცა. 2014 წელს ის ასევე დაჯილდოვა ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2017 წელს მას თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის „გივი მარგველაშვილის სახელობის“ პრემია გადაეცა ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
დავით წერედიანი ასევე ავტორია ესეების კრებულებისა: „ანარეკლი“, „თემა და ვარიაციები“ და ა.შ.