გარდაუვალი ინვალიდიზაციის დიაგნოზს დაუყოვნებლივ უნდა მკურნალობა დაწესებულებებს გარეთ - სააკაშვილი

პუბლიკა

„დიაგნოზი დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ”, – ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს. 21 თებერვლიდან მას უვადო შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

„მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან… ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ, მათ შორის, ეს მკურნალობა ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში, საიდანაც რუსთავის ციხეში უარეს მდგომარეობაში მყოფი დამაბრუნეს, ვიდრე აქედან გამიყვანეს.

სხვათაშორის, გორის ჰოსპიტლის ფაშისტი დირექტორი, მალხაზ ურთმელიძე, ნამდვილი ჯალათი, გუშინ საღამოს, ჩემი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, ეგრევე დანიშნეს ციხეების სამედიცინო სამსახურების უფროსად. ამიტომ, ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი”, – წერს სააკაშვილი.