გარემოს სააგენტო: დღის მეორე ნახევარში აღმოსავლეთის რეგიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

პუბლიკა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 ივნისს, დღის მეორე ნახევარში კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მათი შეფასებით საფრთხის დონე არის საშუალო.