„გასაყიდი უნდა გაიყიდოს" - გახარიას პარტია ყოფილი წევრის გადაწყვეტილებაზე

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის” ბათუმის ორგანიზაციაში წარმომადგენლებმა სპეციალური ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე პარტიის ლიდერებმა ყოფილი წევრის, ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილება შეაფასეს. ირაკლი თავდგირიძემ დღეს განაცხადა, რომ ენმ-თან კოჰაბიტაციის გამო ის ტოვებს გახარიას პარტიას და საკრებულოში თავისუფალი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.

„ჩვენი პარტია გაერთიანებულია მხოლოდ ღირებულებების გარშემო, ამიტომ გასაყიდი უნდა გაყიდოს და რაც მალე გაიწმინდება პარტია ადამიანებისგან, ვისთვისაც ღირსებაზე მაღლა მატერიალური კეთილდღეობა დგას, მით უკეთესი იქნება. ჩვენ მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს და ამის შესრულებას ვაპირებთ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ცვლილებებისთვის. და რაც მთავარია, არც „ოცნებასთან“ და არც ენმ-თან არ ვაპირებთ კოალიციის შექმნას. ორივე პარტია ერთმაენთს დაემსგავსა”, – განაცხადა ირაკლი გვიანიძე.

დღეს პარტია „საქართველოსთვის” ირაკლი თავდგირიძემ დატოვა. ის საკრებულოში ახლად არჩეული დეპუტატია. რამდენიმე დღის წინ გახარიას პარტია ასევე დატოვა წალენჯიხის საკრებულოში არჩეულმა დეპუტატმა, ნანა ლემონჯავამ.