გასულ 24 საათში კორონავირუსის 365 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი

პუბლიკა

Stopcov.ge-ის მონაცემებით, გასულ 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 415 ადამიანი და გარდაიცვალა – 5.

Stopcov.ge-ის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 921 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 008 PCR ტესტით. 26 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.41 %. დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.65 %-ია, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.68 %.

ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა,
  • აჭარა – 27,
  • იმერეთი – 37,
  • ქვემო ქართლი – 8,
  • შიდა ქართლი – 39,
  • გურია – 21,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 20,
  • კახეთი – 6,
  • მცხეთა-მთიანეთი – 5,
  • სამცხე-ჯავახეთი – 3,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ვებგვერდის მიხედვით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 305, საიდანაც: 1 605 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 778, აჭარაში – 192, იმერეთში – 295.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 316 პირი, მათ შორის, თბილისში – 148, აჭარაში – 29, იმერეთში -71. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში – 55, აჭარაში – 3, იმერეთში – 7.

203 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 163 – თბილისში, 30 – აჭარაში. 2 497 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 163, ხოლო აჭარაში – 16.