გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. 5 ნოემბრის მონაცემებით, დაინფიცირდა კიდევ 2401 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 2289 კოვიდპაციენტი.

განახლებული მონაცემი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 49218;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 33459;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 401;
  • კარანტინის რეჟიმში – 3160;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4489;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2446;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.