გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორია 400-ჯერ დაბომბეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყველაზე სასტიკი ბრძოლები, როგორც ადრე, დონეცკის რეგიონშია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნაკლები თავდასხმებია – ამინდის გაუარესების გამო, რუსული დაბომბვის რაოდენობა, სამწუხაროდ, უკიდურესად მაღალი რჩება. ლუგანსკის რაიონი – ნელ-ნელა და ბრძოლებით მივდივართ. დღეის მდგომარეობით, დღის დასაწყისიდან აღმოსავლეთში 400-მდე დაბომბვა მოხდა. მადლობა ყველას, ვინც პოზიციებს ინარჩუნებს და ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვის შედეგად განადგურებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.