გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსისგან 2906 პაციენტი განიკურნა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, დაინფიცირდა კიდევ 1696 ადამიანი და გარდაიცვალა – 12.
განახლებული მონაცემები ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 37263;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 19810;
მათ შორის გარდაცვლილი – 285;
კარანტინის რეჟიმში – 3070;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4200;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2324;
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.