გასულ კვირას შემოვიდა 43 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა. მომავალი კვირიდან დავიწყებთ აცრას - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ წელს 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა იყიდა, აქედან 43 ათასი დოზა გასულ კვირას უკვე შემოვიდა.

„ეს პირველი 43 ათასი დოზა იქნება სამი დიდი რისკჯგუფისთვის. ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. შემდეგ უკვე ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 ათასი დოზა ორ პარტიად, ალბათ, და შემდეგ უკვე დანარჩენი რისკჯგუფები აიცრებიან. მე ვიცი, რომ კერძო სექტორს ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათაული ათასი დოზა.

სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის კულტურა სულ უფრო და უფრო იზრდება, მოთხოვნილება იზრდება და ეს კარგია, ამიტომ ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის საწინააღმდეგო აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.