გასულ კვირაში კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო კვირაში 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით გამოვლინდა კორონავირუსის 2 570 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 103 ადამიანი, გარდაიცვალა 3.

ცენტრის ინფორმაციით, სულ ჩატარდა 63 443 ტესტი (56 699 ანტიგენ ტესტი, 6 744 პჯრ ტესტი). 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 4.05%.