გათავისუფლებული სოცმუშაკები 14 თებერვალს აქციას გამართავენ

პუბლიკა

პარასკევს, 14 თებერვალს, 19:00 საათზე გათავისუფლებული სოცმუშაკები და მათი მხარდამჭერები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ.

სოცმუშაკთა პროფესიული გაერთიანება მოუწოდებს პროფესიულ თემს, მხარდამჭერებს, მოქალაქეებს შეუერთდნენ, რათა სოლიდარობა გამოუცხადონ უკანონოდ გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს.

სოცმუშაკთა გაერთიანება მოითხოვს, გათავისუფლებული სოცმუშაკების უკონკურსოდ აყვანას სახელმწიფო ზრუნვისა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტოში.

„სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ 29 იანვარს სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა 33 სოციალური მუშაკი! აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება მინდობითი აღზრდისა და შვილად აყვანის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და კანონს სოციალური მუშაობის შესახებ.

შეგახსენებთ, ზუსტად 1 წლის წინ სოციალურმა მუშაკებმა საჯაროდ ამხილეს სისტემა, რომელიც ძალადობრივად ეპყრობოდა დასაქმებულებს და ვერ იცავდა ბენეფიციარებს. კადრების კრიტიკული სიმწირე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო.

ერთი წლის თავზე კი ვხედავთ სადამსჯელო ღონისძიებას სოციალური მუშაკების მიმართ, “- ამბობენ სოცმუშაკების გაერთიანებაში.