საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მიზნობრივი ჯგუფების ტესტირების შედეგებზე ისაუბრა:
„ჩვენი ბაზის მიხედვით, დღევანდლამდე 13 644 ტაქსის მძღოლია ქვეყანაში გატესტილი, აქედან დაუდასტურდა 79-ს, რაც 0.6%-ია. საკმაოდ დაბალია ტაქსის მძღოლებში გავრცელება.
ბაზრობების მოვაჭრე – გატესტილია 7 284, დაუდასტურდა 56-ს. დადებითბის მაჩვენებელია – 0.8%.
რელიგიური ჯგუფები – გატესტილია 5 863, დადებითობის მაჩვენებელია 1.4%.
სკოლის პედაგობები – გატესტილია 1 285, დაუდასტურდა 8-ს, რაც 0.6%-ია.
პირველი თებერვლიდან იხსნება სავაჭრო მოლები და მაღაზიები, ამიტომ ესენი ინტენსიურად იტესტებიან. გუშინდელი მონაცემებით, გატესტილი გვყავს 1 023 და არცერთი დადებითი შემთხვევა არ გამოვლენილა”, – განაცხადა გამყრელიძემ.