გათიშულია პროურუსული მედია ალტ-ინფოსა და პროსახელისუფლებო მედია postv.media-ს ვებსაიტები. უცნობია, ვებსაიტების გათიშვა უკავშირდება თუ არა ქართულ ჰაკერულ ჯგუფს GNG-ის.
ცოტა ხნის წინ ქართულმა ჰაკერულმა ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 670-ზე მეტ ბანკომატზე საქართველოში უკრაინის დროშა ტრიალებს.
რამდენიმე საათის წინ კი იმავე ჯგუფმა გაავრცელა ინფორმაცია და ამტკიცებდა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სარეკლამო ბილბორდებზე უკრაინის დროშები თავად გაუშვეს.
შესწორება: კომპანია „ალმას“ განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი გზავნილი მონიტორებზე თავად გაუშვეს.