გაუჩინარებული 23 წლის გოგოს თამარ ბაჩილიაშვილის ოჯახის წევრები ქვემო ფონიჭალის დასახლებაში აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. დაკარგული გოგოს დედა საგამოძიებო უწყებებს უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარება.
თამარ ბაჩილიაშვილს შესაბამისი უწყებები უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. ის ქვემო ფონიჭალიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.