გაუგებარია, რას ემსახურება შედეგების აქციის მეორე დღეს გამოქვეყნება – თალაკვაძე IRI-ზე

პუბლიკა

„ჩემთვის ცოტა გაუგებარი რჩება, რას ნიშნავს და რას ემსახურება ამ შედეგების დემონსტრაციის მეორე დღეს გამოქვეყნება. ვფიქრობ, გაცილებით სასარგებლო იქნებოდა IRI-ს ეს შედეგები კენჭისყრამდე, პოლიტიკური კონსულტაციების დროს გამოექვეყნებინა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ IRI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას.

„პირდაპირ გეტყვით, 2020 წელს რა არჩევანსაც გააკეთებენ მოქალაქეები, ჩვენ მივიღებთ და ვენდობით ამ არჩევანს. IRI-ს კვლევის შედეგებს თუ დავუჯერებთ, პოლიტიკოსების ათეულში 8 საუკეთესო შედეგი აქვთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომელთა ნაწილიც დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევა. თუ მათ სჯერათ ამ შედეგების და სჯერათ, რომ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, რატომ არ იღებენ ეს ადამიანები, მაგალითად, მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნებში მონაწილეობას. თუ IRI-ს შედეგებს დავუჯერებთ, ოპოზიციურ ლიდერებს წარსულსა და მომავალშიც გარანტირებული აქვთ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვება“, – აცხადებს თალაკვაძე.

IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას,  შედეგები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ – 23%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, „ევროპული საქართველო” – 5%, „ლეიბორისტული პარტია” – 5%, „პატრიოტთა ალიანსი” – 4%, „ლელო” – 2%, „გირჩი” – 1% და ა.შ.

ამავე შეკითხვაზე  – არ იცის, არ აქვს პასუხი მოსახლეობის 32%-ს;