დღეს კიევში მიხეილ საკაშვილმა გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს უმასპინძლა.
სააკაშვილის თქმით, ერთმანეთს შეხვდნენ ძველი თანამებრძოლები და ასევე ოპონენტები, ისინი, ვინც ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ მათ აერთიანებთ ის, რომ უყვართ სამშობლო, რომელიც ახლა საფრთხეშია.
გუბაზ სანიკიძის თქმით, მათ გადადგეს ნაბიჯი და გარკვეულწილად საკუთარ თავსაც, საკუთარ ეგოებსაც გადაახტნენ.
„ჩვენი თაობის ვალია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ” – ამბობს ვალერი გელბახიანი.
ვიდეოს სადაც პოლიტიკოსების შეხვედრაა აღწერილი თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტი ავრცელებს. საუბრის ბოლოს შეხედრის მონაწილეებმა სუფრაზე გადაინაცვლეს და საქართველოს სადღეგრძელო შესვეს.