გაუპატიურებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ე.გ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს,  ღამის საათებში, თბილისის  ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე  თ.ჰ. გააუპატიურა.

სამართალდამცველებმა ე.გ. 2019 წლის 27 ივლისს თბილისში დააკავეს”, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების განცხადებით, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა, რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 8 წლამდე ითვალისწინებს.