მოქმედ პოლიციელს, რომელსაც გაუპატიურების მუხლით ბრალი წაუყენეს, ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ბრალი პოლიციელს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რომლის მიხედვითაც:
„გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან მის გარეშე”.
როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, პოლიციელი დაკავებულია.