გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

პროკურატურამ პოლიციელს გაუპატიურების მუხლით ბრალი გუშინ წაუყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.  დანაშაული 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.