გაუპატიურების საქმეზე ბეგბედერის მიმართ საგამოძიებო წარმოება დაიწყო

პუბლიკა

ფრანგული მედიის ცნობით, ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დღეს, 12 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ კი გაუპატიურების ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იუწყება.

მათივე ცნობით, საჩივარი პოლიციაში 23 ივლისს შევიდა.

Le Figaro იუწყება, რომ მწერალი ამ დროისთვის თავისუფლებაზეა და „სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმფციით”.

Le Figaro-ს ინფორმაციით, ბეგბედერი არ ეთანხმება იმ ფაქტებს, რომელიც მის წინააღმდეგ საჩივარშია აღნიშნული.