გაუპატიურებისა და არასრულწლოვანზე ძალადობისთვის პირს ბრალდება წარუდგინეს - პროკურატურა

პუბლიკა

პროკურატურამ ორი პირის გაუპატიურების, სქესობრივი კავშირის იძულების, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნდობაში შედიოდა, მათ შორის, არასრულწლოვან გოგონებთან, ძალის გამოყენებით ამყარებდა მათთან სქესობრივ კავშირს, ხოლო შემდგომ მუქარითა და სახელის გამტეხი ინფორმაციის გავრცელების შანტაჟით აიძულებდა მასთან ხანგრძლივი სექსუალური ხასიათის ურთიერთობას“, – აცხადებს პროკურატურა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა დაზარალებულების დადგენის მიზნით.