„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ გამოდის ინიციატივით, გაიმართოს რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა სახალხო დამცველის ინსტიტუტი.
მისი თქმით, მმართველი პარტიამ განაცხადა, რომ ისინი არ წარადგენენ სახალხო დამცველის კანდიდატს., ოპოზიციის გარკვეული ნაწილიც ფიქრობს, რომ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამაში.
„ახლა გადავხედე, კონსტიტუციაში გვაქვს ჩვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტი, მაგრამ მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, ხუთი, ექვსი, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი. ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, არსად მსგავსი ინსტიტუტი არ არის. თუ ეს არ სჭირდება მმართველ პარტიას და არ უნდა მიიღოს ოპოზიციამ, მაშინ კონსტიტუციიდან ამოვიღოთ, ან შევეკითხოთ ხალხს.
ჩავატაროთ რეფერენდუმი, რამდენად საჭიროა ეს და როცა საჭირო იქნება და მივალთ კონსენსუსამდე, რომ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ მივიღოთ ეს კანონი“, – თქვა მან.