გავეცით რეკომენდაცია დაკვირვების მიზნით სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე - ექიმი

პუბლიკა

„ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი, გავეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს მისი [მიხეილ სააკაშვილის] ჰოსპიტალიზაცია“, – ამის შესახებ ექიმმა ზურაბ ფაღავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ექიმის განცხადებით, სააკაშვილი საავადმყოფოში დაკვირვების მიზნით უნდა გადაიყვანონ. მას არ დაუზუსტებია ინფორმაცია, თუ როდის შეიძლება გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში და სად მოხდება მისი გადაყვანა.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში კონსილიუმი შევიდა.


1 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია იმ საცხოვრებელი ბინის მეპატრონეც, ვის სახლშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.