„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა იმეორებს რუსეთის საგარეო დაზვერვის პროპაგანდისტულ ნარატივს, რომ „გარკვეული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ”.
ზაქუას თქმით, ამ ჯფუფებს „გავლენა აქვთ მათ შორის ელჩებზეც”.
„მაქვს განცდა, რომ გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა მათ შორის ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ, ხელისუფლებაში მარიონეტები დასვან და შემდგომ მსოფლიოში გაბატონებულმა მარგინალურმა ჯგუფებმა მეორე ფრონტი გახსნან – ეს ყველაფერი ამას უკავშირდება”.
მმართველი პარტიის დეპუტატი ასე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევროს აჩერებს.
დღეს, 9 ივლისს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გამოაქვეყნა მორიგ პროპაგანდისტული განცხადება იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძალაუფლების შეცვლა აშშ-ს აქვს გადაწყვეტილი.
განცხადების მიხედვით, აშშ-ს ეს „ჰოლივუდის სცენარით და ანტირუსული ენთუზიაზმით აქვს დაგეგმილი – რომ ყველაფერში დამნაშავე რუსეთია”. რუსული პროპაგანდა ახსენებს სალომე ზურაბიშვილსაც და მიუთითებს, რომ სწორედ „მან უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში”.
რუსული პროპაგანდისტული გზავნილის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი აპირებს ამომრჩევლების მომზადებას „ქართული ოცნების“ მიმართ ოპოზიციის მხრიდან „რაღაც პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს”.
რუსეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ „ამერიკელმა კურატორებმა ქართველ ოპოზიციონერებს უკვე მისცეს დირექტივა, დაიწყონ საპროტესტო აქციების მომზადება არჩევნების დროისთვის.
ასევე, რუსეთი ამტკიცებს, რომ „დემონსტრანტებს შორის გათვალისწინებულია მსხვერპლი”.