მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ზურა ჯაფარიძის, გიგა მაქარაშვილისა და ზუკა ბერძენიშვილის დაკავების შესახებ შს სამინისტრო ამ დროისთვის არ ადასტურებს.
„tv პირველის“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი დაკავებულები არიან. შს სამინისტრო მათ დაკავებას არ ადასტურებს და ამბობენ, რომ დღეს მიმდინარე მოვლენების დროს მხოლოდ გიორგი რურუას დაკავებაზე გავრცელებული ინფორმაციის დადასტურება შეუძლიათ.
„tv პირველის“ ინფორმაციით, ასევე დაკავებულები არიან ენმ-ის წევრები. კერძოდ, ოთარ სირაძე და ირაკლი ნადირაძე.