გავუგზავნე შეტყობინება რუს მღვდელმთავრებს, რომ მათ უნდა შეჩერონ ეს ბოროტმოქმედი - მიტროპოლიტი

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგებისას განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა რუს მღვდელმთავრებს, რათა დაასრულონ ეს ბოროტება. მისი თქმით, მათგან პასუხი არ მიუღია, რაც მოსალოდნელიც იყო.

მიტროპოლიტის ქადაგების ვიდეოჩანაწერს TV „25“ ავრცელებს. მიტროპოლიტი დიმიტრი აცხადებს, რომ მას გაუჭირდება იმ რუს მღვდელმთავრებთან ურთიერთობა, ვინც არ გაემიჯნება პუტინის პოლიტიკას.

„ჩვენ ყველა თვალს ვადევნებთ, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, ჩვენს სამეზობლოში. შეძრწუნებულნი ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობთ ამ მეტად მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე.

გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტინად. მე ვიტყოდი, რომ მას ქრისტიანულ ფასეულობებთან საერთო არაფერი არ აქვს… მას არაფერი არ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ის ემუქრება ჩვენს ქვეყანას, ის ემუქრება შენს ქვეყანას, ის ემუქრება ჩვენს შვილებს, თქვენს შვილებს და ა.შ.

მე როგორც მოგეხსენებათ, გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი რუსეთში ჩემი თანასკურსელები იყვნენ სხვადასხვა ერივნების წრამომადგენლები, მათ შორის უკრაინელები, სერბები, ბულგარელები და ა.შ.

… ყოველდღიურად აი ამ საშინელბას, რასაც ჩვენ ვხედავთ როგორ ინგრევა, ნადგურდება, იხოცება უამრავი ადამიანი, ბავშვები, ქალები, კაცები. მე ჩემს ზოგიერთ თანაკურსელს რუსეთში გავუგზავნე ასეთი შეტყობინება, მღვდელმთავრებს, რომ თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს ბოროტმოქმედი, უნდა შეაჩეროთ და ამხილოთ რადგან ის დაღუპავს რუსეთს თუ უკვე არ დაღუპა. უკიდურეს შემთხვევაში მე გამიჭირდება თქვენთან ურთიერთობა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი მათგან არ არის და ეს მოსალოდნელიფ იყო, “- ამბობს ის.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი აღნიშნავს, რომ მას აქვს ყოველდღიური ურთუერთიბა ახლობლებთან, მღვდელმთავრებთან, ეპარქიებთან უკრაინაში. მისი თქმით, განადგურებულია ზოგიერთი ეპარქია, ასევე ის ეპარქიები, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია გულნატკენები არიან რუსეთის პატრიარქის, კირილეს პოზოციით, როდესაც მან გაამართლა „ბოროტმოქმედება, რაც უკრაინაში ხდება და უწოდა მას რუსეთის ინტერესების დაცვა.“

მან ქადაგებისას ასევე საქართველოს ხელისუფლების პოზიციის შესახებაც ისაუბრა მოკლედ და განაცხადა, რომ გარკვეული სიფრთხილე აუცილებელი და საჭიროა.

მიტროპოლიტმა თქვა, რომ ეპარქიამ შეაგროვა დახმარება, რომელსაც რამდენიმე დღეში გააგზავნიან უკრაინაში.