გაყიდული სამგზავრო ბარათების ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე - კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და ახალ სააბონენტო სისტემაზე.

მისი თქმით, თბილისში აღარ იმოძრავებს ძველი ტრანსპორტი და ახალი მიკროავტობუსებით და ავტობუსებით ჩანაცვლდება. მისივე თქმით, დაწყებულია მეტროს განახლებაც, მაგრამ დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

რაც შეეხება ახალ სააბონენტო სისტემას, კახა კალაძე ამბობს, რომ 5 იანვრიდან ბარათები იყიდება და შეძენილი ბარათების უმეტესობა ერთწლიანია.

„თქვენ იცით, რომ 1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე სააბონენტო სისტემა შემოდის, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია და ნაწილია ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და იმ რეფორმის, რომელიც წამოვიწყეთ.

5 იანვრიდან  გასაყიდად გამოვიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ულიმიტო სამგზავრო ბარათები. გარკვეული რაოდენობა უკვე გაყიდულია და მინდა გითხრათ, რომ მათი ნახევარი მოდის ერთწლიან ბარათებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია. ეს არის ვეროპული სტანდარტი.

ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ამ აბონემენტებთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაძვირდა და ა.შ. რელობა განსხვავებულია. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ 53%, ვინც შეღავათიანი ტარიფით სრაგებლობდა, ეს იყო 10-თეთრიანი, 20-თეთრიანი და კატეგორია, რომელიც არაფერს არ იხდიდა, ეს ადამიანები მიკროავტობუსში იხდიდნენ 80 თეთრს. ამ ინტეგრირებული სისტემით კი მიკროავტობუსით სარგებლობასაც შეძლებენ, რაც გაცილებით იაფი დაუჯდებათ. ასევე იაფი დაუჯდებათ მათ, ვინც  ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიური მომხმარებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.