14 ოქტომბერს, გამთენიისას ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზაში, ალ-აქსას საავადმყოფოზე. საავადმყოფოს ეზოში დევნილთა ბანაკები იყო განთავსებული.
დაბომბვამ ხანძარი გამოიწვია.
დაიღუპა, სულ მცირე, 4 ადამიანი, დაშავდა ათობით პალესტინელი, მათ შორის, ბავშვები.
ვიდეოებში, რომლებიც ადგილიდან გავრცელდა, ჩანს, რომ ცოცხლად დაიწვა, სულ მცირე, 1 ადამიანი.
This is so f**** scary
Do u know how many people live in this area!!!!Video taken from al aqsa hospital in deir el balah pic.twitter.com/MsYCbfxX4T
— Hind Khoudary (@Hind_Gaza) October 13, 2024
ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ, აცხადებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი მეტია, ხოლო დაღუპული ბავშვების რიცხვი, სულ მცირე, 15-ია.
UNICEF სწორედ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ ეს ადასტურებს, რომ „ბავშვებისთვის არ არსებობს უსაფრთხო ადგილი ღაზაში”.
„ბავშვების მიმართ სამარცხვინო ძალადობა ახლავე უნდა დასრულდეს”, – თქვა UNICEF-მა.
Washington Post-ის, ასევე, ებრაული გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, ისრაელის ჯარმა განაცხადა, რომ მათი თავდასხმის სამიზნე იყო ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის” სამეთაურო ცენტრი, რომელიც სწორედ ალ-აქსას საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების წარმომადგენელმა WP-ს კონფიდენციალურად უთხრა:
„ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ გავრცელებული დევნილი სამოქალაქო პირების სურათები და ვიდეოები ღრმად შემაშფოთებელია.
ჩვენ ისრაელის მთავრობასთან ნათლად გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება. ისრაელს ეკისრება პასუხისმგებლობა, გააკეთოს მეტი, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. რაც აქ მოხდა, შემზარავია, მაშინაც კი, თუ „ჰამასი” მოქმედებდა საავადმყოფოს მახლობლად და ცდილობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებას“.
საავადმყოფოზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ გუშინ ნიუ იორკში მცხოვრებმა ებრაელებმა საპროტესტო აქცია გამართეს და აშშ-ის ხელისუფლებას მოსთხოვეს, შეწყვიტოს ისრაელის შეიარაღება.
BREAKING: A group of Jewish-led protesters in Lower Manhattan just stormed the New York Stock Exchange.
They’re calling for an end to Israel’s genocide in Gaza and to war profiteering by companies like Raytheon and Lockheed Martin pic.twitter.com/YcjBCJNxFX
— Noah Hurowitz (@NoahHurowitz) October 14, 2024