დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ გაზაფხულისათვის საქართველოს მოსახლეობის 15-20% კორონავირუსის მიმართ იმუნური იქნება.
„ეს პერიოდი გვექნება დღეში 3 000 შემთხვევა, თუ ჩვენ გავაგრძელებთ შეზღუდვებს. გამოცხადდება ახლა ორთვიანი გეგმა, როგორი იქნება და რანაირად შეზღუდვები. დაახლოებით, ჩვენ ველოდებით, რომ მერე ნელ-ნელა მოიკლებს. მატება ასე ხდება, სამწუხაროდ, კლება ასე უცებ არ ხდება ხოლმე.
ორი კვირის თავზე დავინახავთ პირველ შედეგებს. მერე დგება ის პერიოდი გაზაფხულამდე პერიოდში, რა თქმა უნდა, შემთხვევები გვექნება, არა ერთი და ორი, არამედ ბევრი, მაგრამ არც იმდენი. ჩვენი პროგნოზით, გაზაფხულისთვის ჩვენი მოსახლეობის 15-20% იქნება იმუნური. ეს ბევრი არ არის, ამიტომ ვაქცინა მაინც დაგვჭირდება”, – განაცხადა იმნაძემ.