„გაზპრომმა“ ნიდერლანდებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

პუბლიკა

რუსული სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ ადასტურებს, რომ ჰოლანდიურ კომპანია „გაზტერას“ გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

„გაზპრომის“ განცხადებით, ჰოლანდიურმა კომპანიამ უარი თქვა, გაზის საფასური რუბლში გადაეხადა, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისთვის გაზის მიწოდება მთლიანად შეეწყვიტათ.

ნიდერლანდებში კი აცხადებენ, რომ რუსულ გაზს სხვა მიმწოდებლებისგან ჩაანაცვლებენ.

რუსეთი ევროპის ქვეყნებს გაზის მიწოდებას ეტაპობრივად უჩერებს. თავდაპირველად გაზის მიწოდება შეუწყვიტეს პოლონეთსა და ბულგარეთს, შემდეგ კი ფინეთს. რუსული გაზის ჩანაცვლებას ცდილობენ თავად ევროკავშირის ქვეყნებიც. მაგალითად, ლიეტუვამ რუსეთთან ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის სფეროებში რუსეთთან თანამშრომლობა თავისი ინიციატივით სრულად შეწყვიტა.