ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „თქვენი აზრით, როგორი იქნებოდა ქალი და კაცი პარლამენტარების საუკეთესო გადანაწილება პარლამენტში“ 2021 წელს გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ მათი პროპორცია თანაბარი უნდა იყოს.
შედეგი გაზრდილია 2019 წელთან შედარებით. 2 წლის წინ გამოკითხულთა 46% ფიქრობდა, რომ პარლამენტში 50% ქალი და 50% კაცი დეპუტატი უნდა გადანაწილებულიყო.
თვალსაჩინოებისთვის, 2016 წელს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობდა, რომ პარლამენტარების საუკეთესო განაწილება იქნებოდა – 30% ან ნაკლები ქალი და 70% ან მეტი კაცი. 2021 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 20% ფიქრობს ასე.
NDI-ის მიხედვით, გამოკითხულ კაცთა შორის 40% ფიქრობს, რომ პარლამენტართასაუკეთესო გადანაწილება პარლამენტში იქნებოდა – 50% ქალი და 50% კაცი – გამოკითხული ქალების 57% ფიქრობს იმავეს.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიების მხარდამჭერთა მიხედვით დათვლილ შედეგებს:
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 49% ფიქრობს, რომ დეპუტატების სქესის ნიშნით განაწილება უნდა იყოს თანაბარი; ოპოზიციის მხარდამჭერთაგან 46%; ხოლო მათგან, ვინც არ დაასახელეს პარტია, 51%.
აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.