გაზულუქებულ ისტებლიშმენტს სურს საქართველოს იზოლაციაში მოქცევა - „რუსთავი 2-ის“ პროდიუსერი

პუბლიკა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ აღმასრულებელი პროდიუსერი, გიორგი ხაბურზანია Facebook-ის პირად გვერდზე პოლიტიკურ ისტებლიშმენტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათ საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ.

„გაზულუქებული ისტაბლიშმენტი, რომელიც ევროპის მაღალი კლასის კურორტებზე ისვენებს, რომელიც შვილებს ამერიკაში, ლონდონში და პარიზში აგზავნის სასწავლებლად, რომელიც არა მარტო სამედიცინო, არამედ „ბიუთი“ პროცედურებსაც მხოლოდ ევროპაში იტარებს, აცვია ევროპული, უკეთია შვეიცარიული საათები, ატარებს ევროპულ მანქანებს ან ინგლისურს და ამ ისტებლიშმენტიდან ბევრს თვითონ აქვს ან ევროპული მოქალაქეობა ან ამერიკული პასპორტი.

აი, სწორედ ეს ხალხი, ვინაიდან მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინგლისური და მეილების პასუხი არ იციან. არ იციან დანა-ჩანგლით სწორად ჭამა, არიან გოიმები და ამიტომ ვერ ინტეგრირდნენ ევროპელებთან, ვერ ახდენენ ეფექტურ კომუნიკაციას საქართველოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან. ახალი რუსებივით არიან იზოლირებული და დასაცინები, რაწამს საქართველოს საზღვრებს გარეთ გადიან, არცერთი ევროპელი მეგობარი ან ნაცნობიც კი არ ჰყავთ და ევროპაშიც რუსებს პოულობენ ან სხვა ჰომოსოვეტიკუსებს.

აი ზუსტად ეს ხალხი დღეს დანარჩენ 99%-ზე მეტ საქართველოს გვიკრძალავს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, თავისუფალ ურთიერთობას და ამით ისეთივე ყუმ იზოლაციაში უნდათ მოაქციონ საქართველო, როგორშიც თვითონ არიან მთელი თავისი გაუნათლებელი ცხოვრება“, – წერს ის.