განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა. მან ფოტო აეროპორტიდან სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა:
„ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო საქართველოში.
განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. P.S. მალე დაგიბრუნდებით“
შაიშმელაშვილმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებდა თანამდებობას.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო, გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – ეწერა მის განცხადებაში.