„ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დადოს ეკონომიკური დახმარების გეგმა, ოღონდ, არა პოსტკრიზისული და რამდენიმეთვიანი პერიოდის, არამედ კონკრეტულად აპრილში რას გააკეთებს ხელისუფლება, როგორ დავეხმარებით აპრილში უსამსახუროდ და უხელფასოდ დარჩენილ ადმიანებს, როგორ დავეხმარებით აპრილში თვითდასაქმებულებს და სოციალურად გაჭირვებულებს, როგორ დევეხმარებით აპრილში დახურვის პირას მდგომ ბიზნესებს“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი დავით ბაქრაძე.
მისი განცხადებით, კონკრეტული დახმარების გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუქცევად ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და თითოეულ ოჯახს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ სამედიცინო და საკარანტინო ღონისძიებებს, მაგრამ თუ არ იქნება კომპლექსური, ყოვლისმომცველი და კონკრეტული გეგმა როგორ ვეხმარებით ეკონომიკას, როგორ ვეხმარებით გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს, ასეთი გეგმის არქონის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის უბრალოდ გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ“, – აცხადებს ბაქრაძე.