გეგუთის ციხეში 8 პატიმარს ვირუსი დაუდასტურდა - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, თანამშრომლებისა და მსჯავრდებულების უმრავლესობა აცრილია.

მისივე ინფორმაციით, გეგუთის ციხეში საკარანტინე სივრციდან გადაყვანილ პირს გამოუვლინდა კორონავირუსი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პატიმარი რამდენჯერმე გაიტესტა, თუმცა მხოლოდ მე-3 ტესტმა გამოავლინა ვირუსი.

გაბუნიას თქმით, პატიმარი, თანასაკნელებთან, 8 პირთან ერთად, სამოქალაქო სექტორის შესაბამის სივრცეში მკურნალობს. დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ.

„უტარდებათ შესაბამისი მეთვალყურეობა. გეგუთში მყოფი სხვა პირები გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში.

ყველგან არის სიმშვიდე, სხვაგან არსად ინფიცირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული და ვაქცინაციის მაჩვენებელი კარგია“, – განაცხადა მან.