წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ფანჯრიდან გადახტა. მან ვარდნის შედეგად მიიღო დაზიანებები, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „მთავარ არხს” ეუბნებიან, მოსწავლემ გაკვეთილის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ფანჯრიდან გადახტომით გადაწყვიტა.
მომხდარის შემდეგ სკოლაში გამოიძახეს პოლიცია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.