გელათის მამათა მონასტერში დაშავებული არქიმანდრიტი, იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამისას, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ბუხრიდან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლის საბანს. იმ დროს, როდესაც სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან იყო გასული, ცეცხლი მოედო მთელ ოთახს.
„შემთხვევით, თავისი სენაკიდან გამოსულმა არქიმანდრიტმა იოსებმა დაინახა ხანძარი. ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მაშინვე შევიდა სტუმრების სენაკში და გამოიტანა ალმოდებული საბანი, რომლისგანაც მის სამოსელსაც გადაედო ცეცხლი“,– ამბობენ ეპარქიაში.