„გელოდებით მოსკოვში" – თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელი გახდა

პუბლიკა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ კლუბმა უკვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელით.

„გელოდებით მოსკოვში“ – ქართულად წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

თორნიკე შენგელიას მოსკოვში გადასვლის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვეა ვრცელდება, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ ჯერ არაფერი უთქვამს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. თავად თორნიკე შენგელიამ განაცხადა, რომ კლუბიდან სერიოზული შეთავაზება ჰქონდა და მისი აგენტი აწარმოებდა მოლაპარაკებას მათთან.

კალათბურთელი 2012-14 წლებში NBA-ში გამოდიოდა. ის, ასევე, „ბრუკლინისა“ და „ჩიკაგოს“ მოთამაშე იყო, 2014 წლიდან კი ბასკურ კლუბში თამაშობდა.