მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის მილი დაზიანდა, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა ცალმხრივად შეჩერებულია. ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც გადაადგილდება გაგარინის ქუჩისა და ჟვანიას ქუჩის მიმართულებით, მარშრუტი შეეცვლება და რობაქიძის გამზირის, წერეთლის გამზირისა და ქუთაისის ქუჩის გავლით იმოძრავებს, რის შემდეგაც სააკაძის მოედანს დაუკავშირდება.
„შემდეგ, მოძრაობას განაგრძობს დადგენილი მარშრუტის მიხედვით. უკუმიმართულებისას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არ იცვლება. ასეთია ავტობუსები: N314, N304, N302 და მიკროავტობუსები: N534, N539.
რაც შეეხება სოფელი დიღმისა და ვაშლიჯვრის მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, N389, N327 და N367-ზე შეზღუდვა გავრცელდება. ისინი მგზავრთა გადაყვანას აღმაშენებლის ძეგლამდე შეძლებენ”, – ამბობენ მერიაში.
დაზიანების გამო შეწყვეტილი აქვს წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე რაიონს. GWP-ის ცნობით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და წყლის მიწოდება მოსახლეობას, სავარაუდოდ, ღამის 2 საათზე აღუდგებათ.
სრული სია იმ უბნების, სადაც შეწყვეტილია წყალი, შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.