გენადი ბესტაევი გარდაიცვალა

პუბლიკა

გენადი ბესტაევი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 21 ნოემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დააკავა, მოგვიანებით კი ცხინვალის საპყრობილეში ინსულტის მიღების შემდეგ ქართულ მხარეს 16 ნოემბერს გადმოსცეს, გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ „პუბლიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.


ზარდიაანთკარში მცხოვრები ბესტაევი საოკუპაციო რეჟიმმა 2019 წლის 21 ნოემბერს საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დააკავა. მოგვიანებით მას ბრალად ნარკოტიკების კონტრაბანდაც დაედო. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, 3 წლით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.