საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავჯდომარეს, გენადი მარგველაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ თავად მარგველაშვილმა დაუდასტურა.
როგორც გენადი მარგველაშვილი „რუსთავი 2-თან“ ამბობს, მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანსაც.
stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 18 663;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 8 338;
- გარდაიცვალა – 143;
- კარანტინის რეჟიმში – 6 407;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირი – 1 420;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.